ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადიდდა მდინარე ოღასკურა, რამაც პრობლემები გამოიწვია, დაიტბორა ტერიტორიები და შეფერხდა მოძრაობა.
სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი მჟავანაძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
“ყველა მიმართულებით გზა უკვე გახსნილია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიის ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ წუთებშიც ახორციელებს”,- განაცხადა მჟავანაძემ.