ლანჩხუთის მერი 105 წლის შურა გოგუაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე სარიშვილი, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ ნინოშვილში 105 წლის შურა გოგუაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.

მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს საჩუქრებისა და მილოცვისათვის.
შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან (ხანდაზმულ, 100 და მეტი წლის ასაკის, პირთა დახმარება) ანგარიშზე 1500 ლარი დაერიცხა.

ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები