გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათი ინფორმაციით, 37 და 32 წლის მამაკაცებს ქალაქ როზენ-ჰაიმში რამდენიმე მაღაზიის გაძარცვა ედებათ ბრალად. გავრცელებული ცნობით, საუბარია, ძირითადად, ძვირად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე.

მედიის ცნობით, მამაკაცების აყვანა უშუალოდ ქურდობის მცდელობისას მოხდა. მათთან ერთად, დაკავებულია კიდევ ერთი, 48 წლის უკრაინელი. სასჯელს მათ სასამართლო მოგვიანებით გამოუტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები