სოზარ სუბარი: ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს
ქართულ დიქტატურაში რამდენიმე ტელევიზია უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ ღია ეთერში აკეთებს მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ, ლანძღავს ხელისუფლებას, ცილისწამების, ტყუილის და „ფეიკ ნიუსის“ ისეთი კორიანტელია, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას ალბათ არ ახსოვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ყოველ დღე ტარდება მიტინგები და არავინ მათ ხელს არ უშლის, სანამ ეს არის მშვიდობიანი და სანამ არ იწყებენ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობას, ამას თუ დიქტატურა ჰქვია, მაშინ მე არ ვიცი დემოკრატია რას შეიძლება ეწოდოს. სცადონ მსგავსი რამ გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ან რომელიმე ქვეყანაში“, – აღნიშნა სუბარმა.