ზაზა შათირიშვილი: როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო
როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ხელისუფლების ოპონენტებს უნდათ ისე წარმოაჩინონ, დღევანდელმა სიტუაციამ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ ვითარებას გადააჭარბა და ამისთვის სხვადასხვა მაგალითი მოჰყავთ.
„როგორ შეიძლება ერთდროულად, ხელისუფლება იყოს უნიათო და თან იყოს რეჟიმი?! შინაგანად მათი [ოპოზიციის] დისკურსი არის შიზოფრენიული. როგორც ესენი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის უნიათო, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია და თან რეჟიმია. მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს ვაკრიტიკებდით, სულაც არ ვამბობდით, რომ სააკაშვილი არის უნიათო. კრიტიკა შეიცავდა ერთ მომენტს – ეს იყო ძალადობა და ის, რომ სააკაშვილი არ მიდიოდა დასავლური ღირებულებების გზით. გეოპოლიტიკაზე კი არ იყო საუბარი. რასაც აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი ძველი, აღმოსავლური ტიპის დესპოტია“, – აღნიშნა შათირიშვილმა.