დმიტრო კულება: ვშიშობ, ტრამპს ომის დასასრულებლად 100 დღეზე მეტი დასჭირდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გადაჭარბებულად აფასებენ რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ Suspilno-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპის განცხადებების გაანალიზებისას, კულებამ აღნიშნა, რომ „მოწმენი გავხდით დონალდ ტრამპის დოქტრინის ოფიციალური გამოცხადების, რომელიც არის ის, რომ „არ არსებობს წესები, არსებობს მხოლოდ ერთი წესი – ჩემი ეროვნული ინტერესი“.

„რა იქნება უახლოეს თვეებში, ფაქტობრივად, დღეს არავინ იცის. ვნახე კიტ კელოგის განცხადება, რომ გამოსავლის საპოვნელად 100 დღეს იტოვებენ. თავიდან 24 საათი დათქვეს, ახლა კი 100 დღეზეა საუბარი. მეშინია, რომ შემდგომში დამატებითი ვადები იქნება“, – დასძინა დმიტრო კულებამ.

ამასთან, კულებას თქმით, ომში უკრაინის დამარცხება „ტრამპის მარცხი იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები