კახეთში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თამაშისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და 9 წლის ბიჭს მოხვდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები