პრემიერმინისტრი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტს − ფილიპ გუიტარდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. კომპანია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
ფრანგული კომპანია Veolia group-ი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს. ვეოლია ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 220,000 თანამშრომელი ჰყავს. 2022 წელს კომპანიამ 111 მილიონი მოსახლე უზრუნველყო სასმელი წყლით, 97 მილიონი მოსახლე − სანიტარიული მომსახურებით, გამოუშვა 44 ტერავატ საათი ელექტროენერგია და ამოიღო 61 მილიონი ტონა ნარჩენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები