კურიოზი შეხვედრაზე – პუტინმა კრემლში სამხრეთ სუდანელ კოლეგას უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში სამხრეთ სუდანელ კოლეგას უმასპინძლა.

სალვატორე კიირი კურიოზებით და სკანდალებით არის ცნობილი.

კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია პუტინთან შეხვედრას. მან ვერ მოირგო ყურსასმენი. უხერხულობის გასაფანტად, პუტინი ხელებით და მიმიკებით უხსნიდა სტუმარს, როგორ დაემაგრებინა ყურსასმენი. ბოლოს მაინც დამხმარე დასჭირდათ.

2022 წლის 15 დე­კემბერს სალვატორე კიირმა, ახალი მაგისტრალის გახსნისას, ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს ჩაიფსა.

ფაქტი რამდენიმე ჟურნალისტმა გადაიღო. კადრების გადაღებისა და გავრცელების გამო, 6 ჟურნალისტი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები