წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთში მაშველის სარწყავ სისტემაზე სამუშაოებს ატარებს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, სოფელ მუხიანის ტერიტორიაზე, გამანაწილებელი არხის 2 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების მუხიანისა და ფარცხანაყანევის 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად, დაახლოებით, 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.

საქართველოს მელიორაციამ სარწყავ სისტემაზე ექსპლუატაციის ღონისძიებები საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები