ვლადიმერ ბოჟაძე: საგამოძიებო კომისიის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცალსახად შეიძლება, დადებითად შეფასდეს. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მოისმინონ ის მძიმე ისტორიები, რომლებიც არაერთ ოჯახს გადახდა ჩვენს ქვეყანაში თავს, მათ შორის ბიზნესის რეკეტის, ციხეებში წამების მიმართულებით და ყველა ის პრობლემა, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორი პოლიტიკური ძალა იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ პოლიტიკურ ძალას აქვს ახლაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია მით უფრო არა არჩევნების, არამედ დესტაბილიზაციისა და არეულობის გზით”, – განაცხადა ბოჟაძემ.