გურამ მაჭარაშვილი: კომისიაზე ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების მხრიდან ახსნა-განმარტებების მოსმენას, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ტრაგედიები აქვთ გადატანილი
„კომისიაზე ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების მხრიდან ახსნა-განმარტებების მოსმენას, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით აქვთ ტრაგედიები გადატანილი,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი მოსმენის შესახებ განაცხადა.
„კომისიაზე ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების მხრიდან ახსნა-განმარტებების მოსმენას, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ტრაგედიები აქვთ გადატანილი – ბიზნესის ჩამორთმევა, რეკეტი, დაკავება, წამება. [დღევანდელ სხდომაზე] ოთხი ადამიანი მოგვცემს ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უბედურებები ტრიალებდა „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება.