პრემიერმინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს − მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.