ცხინვალში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

ცხინვალიდან თბილისში 10 წლის ბავშვი გადმოიყვანეს. მოზარდი, თავდაპირველად, ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის შემდეგაც, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მონაწილეობით, ის თბილისში გადმოიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა epilogi.ge-ი ავრცელებს.

„შემთხვევა ქვაისი-გუფთას საავტომობილო გზაზე მოხდა. ჯავის რაიონში მცხოვრებ, 23 წლის  ბიჭს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და 10 წლის ძმა დაჭრა. ამ წუთებში მოზარდს გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება”, – წერს გამოცემა.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევები რეგიონში არც ისე იშვიათია, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი თითქმის ყველა ოჯახში ინახება და, შესაბამისად, ასეთი ინციდენტებისგანაც არავინ არის დაზღვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები