ტაშკენტის ერთ-ერთ საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა (ფოტო, ვიდეო)

ტაშკენტის ერთ-ერთ საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 02:43 საათზე მიიღეს, ხანძრის ლოკალიზება კი 05:00 საათისთვის მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება კომპანია Inter Logistics-ის საწყობში მოხდა.

აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი კორპუსების ათობით ბინის მინა ჩაამსხვრია.

არიან დაშავებულებიც, თუმცა, მათი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

აფეთქებას აეროპორტის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია. Uzbekistan Airports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს შეზღუდვების გარეშე”.

დაზიანდა ერთ-ერთი მეტროს ხაზი, თუმცა, მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

აფეთქების ადგილზე უზბეკეთის პრემიერმინისტრი, აბდულა არიპოვი და ტაშკენტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ხოკიმი შავკატ უმურზაკოვი მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები