ნიუ-იორკში ქართველმა ქართველი მოკლა

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეს ცივი იარაღით ჭრილობები ასევე საქართველოს მოქალაქემ მიაყენა. 43 წლის კაცი, რომელსაც 15-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, კლინიკაში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

შემთხვევა ორი კვირის წინ, ბრუკლინის რაიონის ბრაიტონ ბიჩზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჯერ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, 43 წლის კაცის დაჭრის შემდეგ კი, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები