მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 296 522 აშშ დოლარი, 1300 რუსული რუბლი, 240 ტაჯიკური სომონი, 780 ჩინური იუანი, 198 000 ყაზახური ტენგე და 550 ყირგიზული სუმი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 780 144,43 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 78 014,443 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.

უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ მოქალაქეს, რომელსაც 197 750 აშშ დოლარი ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები