ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირების აღმკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
პროკურატურა ექვსივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები, გლდანში, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.