რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნოვგოროდში მაღალი ტექნოლოგიების პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულებს შეხვდა.
ტელეგრამში შეხვედრის ფრაგმენტი ვრცელდება, რომელზეც რუსეთის ლიდერი დასმულ კითხვას პასუხობს, რომელიც შეეხებოდა საერთო საცხოვრებლების რემონტს.
“ლომონოსოვი გამახსენდა. ის ფეხით დადიოდა, ასე ამბობენ, არც მეტროთი სარგებლობდა, არც თვითმფრინავით დაფრინავდა. ფეხით მიდიოდა ცოდნისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სოროში უნდა ცხოვრობდეს, ლომონოსოვის გახსენების პარალელურად. მაგრამ ყველაფერს ეტაპობრივად გავაკეთებთ”, – თქვა პუტინმა.