ერევანში აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს შენობას წითელი საღებავი შეასხეს.
ქალაქში დღეს ანტისამთავრობო აქციები განახლდა, საღამოს კი მთავრობის ადმინისტრაციასთან ტრადიციული, მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
რაც შეეხება რუსეთის საელჩოს, აქ მოქალაქეები 19 სექტემბერსაც მივიდნენ და შენობაში შესასვლელი დაბლოკეს.