7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. გასული სხდომა რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახალი ჩართულია.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.