დღეს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
„თბილისში – 11:00-დან 18:00 საათამდე დიდი დიღმის დასახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. მცხეთაში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მუხრანსა და ქსოვრისის. დუშეთი – 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქერანას, თანიანთკარს, გუდაურს, ზემო მლეთას, ოძის, ილტოზასა და მიმდებარე სოფლებს.
რუსთავში – 12:00-დან 18:30 საათამდე 21-ე მიკროსა და მიმდებარე ტერიტორიების მცირე ნაწილს. გარდაბანში – 12:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: კალინინოს,თაზაქენდის, კარათაკლიასა და მიმდებარე სოფლებს.
წალკაში – 14:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: აჭკალას, არწივანისოზნისა და მიმდებარე სოფლებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.