შინაგან საქმეთა მინისტრი, ოჯახთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რეზიდენციაში ესტუმრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე, ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს რეზიდენციაში ესტუმრა.
პატრიარქმა გელა გელაძე და მისი ოჯახი დალოცა.
ილია მეორემ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.