ტრამპი კალიფორნიის გუბერნატორის დაპატიმრებას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის დაპატიმრებას მხარს უჭერს.

თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფეს, ტომ ჰომენს ნიუსომის დაპატიმრება შესთავაზა.

„ტომის ადგილას მე ამას გავაკეთებდი. ეს შესანიშნავია. გევინს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფე, ტომ ჰომენი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კალიფორნიის გუბერნატორს, გევინ ნიუსომსა და ლოს-ანჯელესის მერს, კარენ ბასს დაპატიმრებით დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები