„ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის აქტუალური საკითხები“ – თსუ-ში რისმაგ გორდეზიანის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია — „ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის აქტუალური საკითხები“ გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენცია თსუ ემერიტუს პროფესორის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, ცნობილი ქართველ ელინისტის – რისმაგ გორდეზიანის – დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაში 30-მდე მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც იმუშავეს შემდეგ სექციებში: კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები, ბიზანტინისტიკის აქტუალური საკითხები, ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები, ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში, ბერძნულიდან ქართულად თარგმნის აქტუალური საკითხები.
კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე რისმაგ გორდეზიანს იუბილე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ, თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და უცხოელმა კოლეგებმა მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები