სუს-მა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები