ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია კასპში მდებარე გიორგი სააკაძის ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს არასწორად გაწმენდის გამო ფერი შეეცვალა – კასპის მუნიციპალიტეტის მერია
“დღეს ინტერნეტსივრცეში რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია კასპში მდებარე გიორგი სააკაძის ძეგლთან დაკავშირებით, თითქოს არასწორად გაწმენდის გამო ფერი შეეცვალა”, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პოსტში მოცემული ფოტოები ასახავს ძეგლის ამჟამინდელ სახეს. ძეგლი გაიწმინდა გასულ წელს, სპეციალისტების მიერ. მოგმართავთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწოთ ინფორმაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


