შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ
შოვში, სტიქიის ზონაში და-ძმას და მათ მეგობარს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„სტიქიის ზონაში იმყოფებიან და-ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილები,თან ახლდათ მეგობარი. ამდენი ხნის მანძილზე კავშირზე არ გამოსულან. თუ ვინმეს გეცნობათ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ შემეხმიანეთ“, – წერს სალომე გიორგაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ამასთან, როგორც ცნობილია, მიწის მასის დამუშავების დროს მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდა ამისა, ოფიციალური პირების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 50 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.