ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების დროს მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები