იტალიის მთავრობა ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს

იტალიის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს განიხილავს – მას შემდეგ, რაც სიცილიაზე 650-მდე ხანძარი მძვინვარებს და რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.

მედია წერს, რომ მთავრობა დღეს რომში შეიკრიბება და შესაბამის საკითხს განიხილავს.

​გვიან ღამით სიცილიის პრეზიდენტმა, რენატო შიფანიმ განაცხადა, რომ “ანომალიური სიცხე და უპრეცედენტოდ დამანგრეველი ხანძრიები” გუშინ გადაიქცა “ერთ-ერთ ყველაზე რთულ დღედ, ათწლეულების განმავლობაში”.

სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ 23-25 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად, 1400 ხანძარი ჩააქრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები