რუსული მხარის ინფორმაციით, სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვს მიმდინარე კვირაში ეწვევა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით“, – აღნიშნა უშაკოვმა ჟურნალისტებთან, რითაც უპასუხა „ინტერფაქსის“ კითხვას, მოსალოდნელია თუ არა უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში ამ კვირაში.
აღსანიშნავია, რომ აპრილში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სანქტ-პეტერბურგს ეწვია, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა.