პუტინი: დასავლეთში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დღეს დასავლეთში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და სულიერი პრინციპების აღორძინებას.
პუტინი კრემლში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს და სერბეთის პატრიარქ პორფირის შეხვდა.
„მეჩვენება, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, არსებობენ ძალები, სულიერი ძალები, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ ურთიერთობები [რუსეთთან], აღადგინონ დასავლური კულტურის სულიერი პრინციპები, რომელიც, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ეფუძნება ქრისტიანულ პრინციპებს“, – აღნიშნა პუტინმა.