ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა 

ქარელში, სოფელ აბანოში გზის ასფალტირება დასრულდა.პროექტის ფარგლებში შესრულდა გზის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები,მოეწყო სანიაღვრე არხი და დაიგო 950 მეტრამდე ასფალტობეტონის საფარი.
პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოები შეასრულა შპს „ჰედეფ ჯორჯიამ”.
ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები