აფხაზეთის ომში დაღუპული გივი ჭელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას  დაღუპული გივი ჭელიძის ცხედარი, 30 წლის შემდეგ, მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს და 20 ივლისს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 4 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

“სოფ. მოტყიარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, დაღუპულის ხსოვნას, პატივი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – თამარ ქევანაშვილმა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა – მარიკა დვალმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიაგეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები