საჩხერის მერი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან ივანაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა. საქართველოს მასშტაბით მინი ფეხბურთში გამართულ სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში საჩხერის მესამე საჯარო სკოლის გუნდი ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. მოლდოვაში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლამდელთა შორის ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ევროპის ჩემპიონი გახდა ჯუმბერ ბეკოშვილი.
სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ საჩუქრები, ხოლო ევროპის ჩემპიონსა და მის პირველ მწვრთნელს ფულადი ჯილდო გადასცეს. ჩემპიონებს შემდგომი წარმატებები უსურვეს, მადლობა გადაუხადეს მათ მიღწეული შედეგებისათვის და მუნიციპალიტეტის სახელოვნად წარმოჩენისათვის.
ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.