ჭიათურამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა
ჭიათურამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. ადგილობრივი მერიის ცნობით, ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე სკვერში, სადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
საღამო გალა კონცერტით დასრულდა,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „ფორტემ და ბენდმა Mix2ra.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამო მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.