ონის მუნიციპალიტეტის მერი 11 წლის თედო მეტრეველის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი 11 წლის თედო მეტრეველის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 11 წლის თედო (ნიკოლოზ) მეტრეველის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ”,- აცხადებს ხიდეშელი.
ცნობისთვის, 11 წლის ბავშვის სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები