ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი: “საზაფხულო სკოლა” გეგმავს, რომ უმასპინძლოს 100 მონაწილეს – მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ბევრ პატარას გავუფერადებთ ზაფხულის ცხელ დღეებს
“პროექტის ფარგლებში “საზაფხულო სკოლა” გეგმავს, რომ უმასპინძლოს 100 მონაწილეს, ამიტომ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბევრ პატარას გავუფერადებთ ზაფხულის ცხელ დღეებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.
“დასრულდა ყველაზე მხიარული “საზაფხულო სკოლის” 1-კვირიანი პირველი ნაკადი, რომელიც 25 ბავშვით იყო დაკომპლექტებული. პატარებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.
“საზაფხულო სკოლაში” ყოფნის ოთხმა ჯადოსნურმა დღემ ჩვენს პატარებს შესძინა ბევრი ახალი მეგობარი, განივითარეს კომუნიკაციური ინდივიდუალურ-ჯგუფური უნარი,რომელიც სოციალიზაციის დროს, აუცილებლად, გამოადგებათ
ჩვენთან ყოფნის მეოთხე დღეს მონაწილეები ესტუმრნენ ქალაქ თელავის ბავშვთა გასართობ ცენტრს შემდეგ კი, მოინახულეს 900 წლოვანი ჭადრის ხე.
პროექტის ფარგლებში “საზაფხულო სკოლა” გეგმავს, რომ უმასპინძლოს 100 მონაწილეს, ამიტომ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბევრ პატარას გავუფერადებთ ზაფხულის ცხელ დღეებს.
“საზაფხულო სკოლა” მრავალი წელია დიდ ინტერესს იწვევს მოსახლეობაში, ეს ინტერესი კი, მსურველთა და მონაწილეთა მუდმივი სიმრავლით გამოიხატება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.