გორში კრივის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
გორში ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის საზეიმოდ გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყო, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ყაზახეთის დელეგაციის წევრები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ტურნირი წელს მეცამეტედ ტარდება.
შეჯიბრებაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა მოკრივეები უნგრეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
ტურნირის მონაწილეები პირველობისათვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
შეჯიბრებას გორი სპორტის სასახლეში 9 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.