დაზიანებული კორპუსები და ავტომობილები – ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე იერიშია მიტანილი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინულმა არმიამ მორიგი იერიში მიიტანა სასაზღვრო ქალაქ ვალუიკიზე.

მისი ინფორმაციით, ამუშავდა საჰაერო თავდაცვა.

მომხდარის შედეგად, ერთი ქალია დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუბერნატორის თქმით, დაზიანებულია 8 კორპუსი და 5 მანქანა.

თავის მხრივ, კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა თქვა, რომ იერიშია მიტანილი სოფელ ​ტეტკინოზე.

მისი თქმით, იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია საჯარო სკოლის შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები