გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესს თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დაესწრო.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. „საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკითა და ადამიანური რესურსით. ასევე, სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საგამოცდო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ. 3 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები