საფრანგეთში არეულობა გრძელდება – სულ მცირე, 77 ადამიანია დაკავებული

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობები არ ცხრება.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე, სულ მცირე, 77 პირია დაკავებული.

AFP-ის ​ცნობით, გვიან ღამით 20-მდე ახალგაზრდა ფრესნეს ციხეს დაესხა თავს.

Le Monde წერს, რომ პარიზის გარეუბან ნანტერში, სადაც მოკლული ნაელი დაიბადა, აქციის მონაწილეთა ზეწოლის შედეგად, პოლიცია იძულებული გახდა – უკან დაეხია.

ღამით პარიზის მასშტაბით პოლიციის განყოფილებებზე იყო მივარდნები, ახალგაზრდები შაშხანებს ისროდნენ. განსაკუთრებით მწვავე ვითარება იყო პაბლო პიკასოს რაიონში, სადაც ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

ძალოვანებთან შეჯახება იყო ასევე ლილშიც.

​ მონს-ენ-ბარულეს გარეუბანში ქალაქის მერიაში შეიჭრნენ და ცეცხლს ქაღალდებს და სკამებს უკიდებდნენ.

ქალაქ რენში 300-მდე ადამიანი შეიკრიბა მოზარდის ხსოვნის პატივსაცემად, ზოგიერთმა მათგანმა კოცონი დაანთო, თუმცა, პოლიციამ ისინი დაარბია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები