1-ელ ივლისს გორი მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-ელ ივლისს ქალაქი გორი, ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა.
წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრის სპექტაკლი -„წითელქუდა“ და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც ჩატარდება გიტარისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპები. ასევე, მოეწყობა ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი. საღამოს 20:30 სთ-დან კი ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ დათუნა სირბილაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ნათია პერანიძე, ლიკა დოლიძე, თეატრალურის კვარტეტი, ანსამბლი ქართული ხმები, ჯგუფი ლაიქ ბენდი და პიანისტი ნინო გულიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები