2 ივლისს ქარელი მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2 ივლისს ქალაქი ქარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა. მათ შორის, თოჯინების თეატრი – სპექტაკლი „წითელქუდა”, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვ. მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც ჩატარდება გიტარისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპები, ასევე, მოეწყობა ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი. საღამოს კი დაასრულებს ანსამბლ „ფორტესა” და ოთო ნემსაძის ბენდის კონცეტრი. გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის მუსიკალური საღამოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები