ონში საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ონში საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები (VII- VIII ეტაპი) მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი გულისხმობს ქალაქ ონში კახაბერის, დემეტრე II-ეს, ვახტანგ VI-ეს ქუჩების გაგრძელების კეთილმოწყობას, დეკორატიული ღობეების, განათებების, გამწვანების, საფეხმავლო ზოლის გათვალისწინებით.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 1 053 005 ლარს.
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა და ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“- განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.