,,ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა საჯარო სექტორში” – ქობულეთის მერიაში პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
,,ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა საჯარო სექტორში”, პრაქტიკული ნაბიჯების გაცნობა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინირებით, პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
„შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის მოადგილემ, ირმა გელანტია-ახვლედიანმა და ელეონორა ლომინეიშვილმა გაუზიარეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული მიდგომები ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისთვის.
შეთანხმდნენ წლის ბოლომდე მერიაში გასატარებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე და ჰარმონიზაციის ცენტრის პერიოდულ ჩართულობაზე პროცესში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე.
ხაზი გაესვა უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის დელეგირების ახალი მიდგომების საჭიროებას, მუნიციპალური მმართველობის დონეზე და რისკების მართვის სისტემის დანერგვის აუცილებლობას პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში“,- წერია ინფორმაციაში.