ქობულეთის მერია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას იწყებს
ქობულეთის მერია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას იწყებს.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის 1 და 3 , ასევე მემედ აბაშიძის 4 და 6 ნომერში არსებული კორპუსების მოწესრიგება.
სამუშაოებისთვის 700 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.