ქობულეთისა და ჩაქვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებმა სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები მიიღო
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა.
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა.
მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი.
სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები მიიღო ქობულეთისა და ჩაქვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებმაც.