აჭარაში პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ განხორციელება დაიწყო
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF Georgia) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2022 წლიდან დაიწყო პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ განხორციელება. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში, აჭარის ორ მუნიციპალიტეტში, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლისა და ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი ინკლუზიური განათლების ცენტრები მომსახურებას გაუწევენ თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სსსმ მოსწავლეებს სკოლის შემდგომი საგანმანათლებლო და სახელოვნებო-შემეცნებითი აქტივობების შეთავაზების გზით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
ინკლუზიური განათლების ცენტრების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღჭურვა, რაც მოიცავს საგანმანათლებლო და სახელოვნებო-შემეცნებითი სექციების მოწყობას.
სპეციალისტების გადამზადება, პრაქტიკაში მხარდაჭერა და ზედამხედველობა ინკლუზიური განათლების სერვისების მიწოდება სსსმ მოსწავლეებისთვის.
ინკლუზიური განათლების ცენტრებში 2023 წლის მაისის და ივნისის თვეებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო და სახელოვნებო- შემეცნებითი სერვისების პილოტირება.
ამ ეტაპზე ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრში დარეგისტრირებულია 14 სსსმ მოსწავლე და თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრში კი 23 მოსწავლე. ინკლუზიური განათლების ცენტრები ორივე სკოლაში სრული დატვირთვით მუშაობას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ“,- წერია ინფორმაციაში.
Write to სოფიო რატიშვილი