პარიზის გარეუბანში, ნანტერში არეულობაა მას შემდეგ, რაც პოლიციამ საგზაო მონიტორინგის დროს შემთხვევით 17 წლის მოზარდი, ნაელი მოკლა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ არეულობებს წინ პოლიციის განყოფილებასთან აქცია უძღოდა. ამის შემდეგ დაიწყო ნაგვის ურნების და მანქანების დაწვა, ბარიკადების აგება.
არეულობა მეზობელ ქალაქებზეც გავრცელდა, მათ შორის, მანტე-ლა-ჟოლიზე, სადაც აქციაში მონაწილეებმა მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ვრცელდება ინფორმაცია 15 დაკავებულის შესახებ.
რაც შეეხება თავად ინციდენტს, რომლის შედეგად 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ის 27 ივნისს დილით მოხდა.
მოტოპატრულმა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, შემოწმების მიზნით გააჩერა.
France Info-მ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გააანალიზა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს იარაღი მძღოლის კარის დონეზე ეჭირა. ნაელმა უეცრად ფეხი გაზს დაადგა, სავარაუდოდ, მიმალვის მიზნით, რა დროსაც პოლიციელმა მას ახლო მანძილიდან ესროლა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველი დაკავებულია.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალ დარმანენმა განაცხადა, რომ გარემოებების გასარკვევად გამოძიება მიმდინარეობს.